სტამბოლში დაიკარგა ცნობილი ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან ჯამალ კაშოჯი. სტამბოლის პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჟურნალისტი 2 ოქტომბერს, მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც სტამბოლში არსებულ საუდის არაბეთის საკონსულოს ეწვია. ოფიციალური ანკარა მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი ჯერ კიდევ საკონსულოს ტერიტორიაზე იმყოფება.
Anadolu საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯამალ კაშოჯი საუდის არაბეთის საკონსულოში დოკუმენტების გაფორმებისთვის მიიწვიეს. ჟურნალისტი ადგილზე საცოლესთან ერთად მივიდა, თუმცა ის საკონსულოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ კი საკონსულოს ერთ-ერთი თანამშრომელი ჟურნალისტის საცოლესთან მივიდა და უთხრა, რომ ჯამალ კაშოჯიმ შენობა უკვე დატოვა.
ჯამალ კაშოჯის საუდის არაბეთში ერთ-ერთი ცნობილი გაზეთის რედაქტორის პოსტი ეკავა. მრავალი წელი მუშაობდა ტელევიზიაშიც. მისი რამდენიმე მეგობრის დაპატიმრების შემდეგ ჟურნალისტი საუდის არაბეთის პრინცის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი გახდა.