სტამბოლში დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ყალბი მილიარდი დოლარის აფრიკულ ქვეყნებში გაგზავნას გეგმავდნენ

12:41, 10.06.2023

მილიარდი ყალბი ამერიკული დოლარის ფლობის ფაქტზე სტამბოლში რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ისინი აღნიშნული ფულის აფრიკულ ქვეყნებში გაგზავნას გეგმავდნენ.

ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის – ერთი, შვედეთის – სამი, დიდი ბრიტანეთის – ერთი და განას ერთი მოქალაქე.

სამართალდამცავებმა ჩხრეკა რამდენიმე მისამართზე ჩაატარეს და სეიფებიდან 100-დოლარიანი ყალბი კუპიურები ამოიღეს.

მსგავსი