სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში ერთმანეთს ორი სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა [ფოტო]
სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში ერთმანეთს ორი სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა [ფოტო]

სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტში ერთმანეთს ორი სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Hurriyet -ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ავიაკომპანია Royal Air Moroc-სა და ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავები მსუბუქად შეეჯახა.

ინციდენტის შედეგად ორივე თვითმფრინავი დაზიანდა, მგზავრები არ დაშავებულან, ისინი დანიშნულების ადგილამდე სხვა რეისით გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.