სტამბოლში აქციის მონაწილეეებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა
A protester shouts slogans during a protest against the arrest of Istanbul's Mayor Ekrem Imamoglu, in Istanbul, Turkey, Saturday, March 22, 2025. (AP Photo/Francisco Seco)
სტამბოლში აქციის მონაწილეეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა.
როგორც მედია წერს, სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს, ხოლო აქციის მონაწილეებმა მათი მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს. აქციაზე ათიათასობით ადამიანია შეკრებილი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 22 მარტს ქვეყნის მასშტაბით გამართულ, სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე 323 ადამიანი დააკავეს.
შეგახსენებთ, თურქეთში აქციები სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაიწყო. იმამოღლუს სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა. მას კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი.