სტამბოლსა და ანკარაში ნატო-ს სამიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

00:04, 08.07.2026

სტამბოლსა და ანკარაში ნატო-ს სამიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.

სტამბოლში აქციის მონაწილეები, რომელთა შორის მემარცხენე, პროპალესტინური და ქურთული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ, ნატო-ს წინააღმდეგ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ არ ეთანხმებიან ანკარაში ნატო-ს სამიტის ჩატარებას და ალიანსს „ომებისა და ძალადობის ინსტრუმენტად“ მიიჩნევენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა ხელისუფლება სამიტის წინ აქტივისტებზე ზეწოლაშიც დაადანაშაულა.

ამის მიუხედავად, სტამბოლში აქცია მშვიდობიანად დასრულდა და დაკავებები არ ყოფილა. თუმცა ანკარაში, სადაც ნატო-ს სამიტის პერიოდში საპროტესტო აქციები აკრძალული იყო, პოლიციამ დემონსტრაცია დაშალა და დაახლოებით 20 ადამიანი დააკავა.

მსგავსი