სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა
სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა

სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა.

როგორც უკრაინული მედია წერს, მიმდინარე კვირაში ეს ტყვეების მეოთხე გაცვლაა. დაბრუნებულ ტყვეებს შორის არიან მძიმედ დაავადებულები, მძიმედ დაჭრილები და 25 წლამდე ახალგაზრდები.

„ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან გამოყვანას. ეს უკვე მეოთხე გაცვლაა ამ კვირაში. უკრაინაში დაბრუნებულ ბიჭებს შორის ბევრია ისეთი, ვინც ტყვეობაში ჯერ კიდევ 2022 წლიდან იმყოფებოდა. შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის მებრძოლები“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გათავისუფლებული ტყვეების ფოტოებს აქვეყნებს.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინიდან დაბრუნებული რუსი ტყვეების ვიდეოს აქვეყნებს. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ამჟამად რუსი სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან და ისინი შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებენ.