სტამბოლის სასამართლომ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ხელშეწყობისთვის აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელს პატიმრობა მიუსაჯა
სტამბოლის სასამართლომ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ხელშეწყობისთვის აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელს პატიმრობა მიუსაჯა

სტამბოლის სასამართლომ აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელს პატიმრობა მიუსაჯა მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETÖ-ს ხელშეწყობისთვის, რომელსაც ანკარა 2016 წლის ამბოხის ორგანიზატორად მიიჩნევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სტაბოლში აშშ-ის საკონსულოს უსაფრთხოების ოფიცერს, თურქეთის მოქალაქე ნაზმი მეტე ჯანთურქს სასამართლომ ხუთი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ დაუკავებია ბრალდებული, რაც ნიშნავს, რომ ის აპელაციის განხილვამდე თავისუფალი იქნება.

ბრალდებულთა სკამზე ასევე იმყოფებოდნენ ჯანთურქის მეუღლე და ქალიშვილი, თუმცა სასამართლომ ისინი გაამართლა.

პროკურატურა ნაზმი მეტე ჯანთურქისთვის 15-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

დატოვე კომენტარი