სტამბოლის პროკურატურამ 200-ზე მეტი სამხედროს დაკავების ორდერი გასცა
სტამბოლის პროკურატურამ 200-ზე მეტი სამხედროს დაკავების ორდერი გასცა

სტამბოლის პროკურატურამ 200-ზე მეტი სამხედროს დაკავების ორდერი გასცა.

როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ისინი ეჭვმიტანილები არიან ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში.

ეჭვმიტანილებს შორის არიან მაღალჩინოსანი სამხედროები, მათ შორის ერთი პოლკოვნიკი, ხუთი მაიორი, შვიდი კაპიტანი და 100 უფროსი ლეიტენანტი, 18 ლეიტენანტი. ამჟამად პოლიცია მათ დასაკავებლად რეიდებს ატარებს.

აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს ანკარა 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. არშემდგარი ამბოხის შემდეგ თურქეთში 77 ათასი ადამიანი დააპატიმრეს, 150 ათასი სამხედრო მოსამსახურე და საჯარო მოხელე კი სამსახურიდან დაითხოვეს.

დატოვე კომენტარი