სტამბოლის პოლიციის მთავარ განყოფილებასთან ათობით დემონსტრანტი შეიკრიბა, ისინი სტამბოლის მერის დაკავებას აპროტესტებენ
სტამბოლის პოლიციის მთავარ განყოფილებასთან ათობით დემონსტრანტი შეიკრიბა, ისინი სტამბოლის მერის დაკავებას აპროტესტებენ

სტამბოლის პოლიციის მთავარ განყოფილებასთან ათობით დემონსტრანტი შეიკრიბა. ისინი სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებას აპროტესტებენ. იმამოღლუ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდორანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტია და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მთავარ მეტოქედ მოიაზრება.

პოლიციის განყოფილებასთან შეკრებილები აცხადებენ, რომ იმამოუღლუს დაკავება დარტყმაა თურქეთის დემოკრატიისთვის.

ადგილზე მობილიზებულია უსაფრთხოების ძალები და წყლის ჭავლის მანქანები. სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა საზოგადოებრივი შეკრებები ოთხი დღით აკრძალა.

ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტამბოლის უნივერსიტეტმა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.