სტამბოლის დაკავებული მერის მეუღლე - თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილება უსამართლო და უკანონოა, ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკურია
თურქეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო და უკანონოა, ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკურია, – ამის შესახებ სტამბოლის დაკავებული მერის, ეკრემ იმამოღლუს მეუღლემ, დილეკ იმამოღლუმ განაცხადა.
როგორც სტამბოლის მერის მეუღლე აცხადებს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არჩევნებში დამარცხდება.
„ჩვენი სინდისი სუფთაა, თავი მაღლა გვაქვს. ჩვენ გზას გავაგრძელებთ“, – განაცხადა დილეკ იმამოღლუმ.
ამასთან, სტამბოლის მერის დაკავებასთან დაკავშირებით ისაუბრა „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ოზგურ ოზელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბრალდება „იმამოღლუს საქმეს დანაშაულებრივი ორგანიზაციის“ სახელით წარმართავს.
ეკრემ იმამოღლუ, რომელიც ერდოღანის მთავარი პოლიტიკური კონკურენტია, ბრალდებებს უარყოფს.