სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა
სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა

სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 11 ადამინი. სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები.

თვითმხილველების ცნობით, აფეთქება ტაქსიმის მოედანთან ახლოს მოხდა. ისტიკლალის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია სტამბოლის ტურისტულ ცენტრად ითვლება და იქ უამრავი უცხოელი იკრიბება.