სტამბოლში არჩევნების თავიდან დანიშვნის გამო, თურქეთის ოპოზიცია ხელისუფლებას დიქტატურაში ადანაშაულებს
სტამბოლში არჩევნების თავიდან დანიშვნის გამო, თურქეთის ოპოზიცია ხელისუფლებას დიქტატურაში ადანაშაულებს

სტამბოლში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავიდან დანიშვნის გამო, თურქეთის ოპოზიცია ხელისუფლებას დიქტატურაში ადანაშაულებს.

თურქეთის მთავარი ოპოზიციური – „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე ონურსალ ადიგუზელი აცხადებს, რომ სისტემა, რომელიც უგულებელყოფს ხალხის ნებასა და კანონს, არც დემოკრატიულია და არც ლეგიტიმური.

თურქეთის საარჩევნო საბჭომ 31 მარტს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგები სტამბოლში გააუქმა. არჩევნები 23 ივნისს ჩატარდება. ბოლო 25 წლის განმავლობაში, „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ ანკარას და სტამბოლის მერის არჩევნები მოიგო.

პარტიის წარმომადგენელი ეკრემ იმამოღლუ საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. არჩევნების შედეგები მმართველმა პარტიამ გაასაჩივრა.