სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 157 ადამიანი
სტამბოლის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 157 ადამიანი

სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 157 ადამიანი. შესაბამის მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ ქოჯა ავრცელებს.

მისი თქმით, გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქეა.

როგორც მანამდე თურქეთის მერმა განაცხადა, თვითმფრინავი დასაფრენ ბილიკზე 30 მეტრის სიმაღლიდან დაეცა.

ავიაკომპანია „პეგასუსის“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა, იზმირიდან ასრულებდა რეისს. თვითმფრინავი სტამბოლის აეროპორტში ავარიულად დაეშვა, რა დროსაც დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, ცეცხლი წაეკიდა და დაიშალა. მგზავრებს შორის იმყოფებოდა ორი ჩვილი.

მომხდარის სავარაუდო მიზეზად უამინდობა სახელდება.