სტალინისტებმა გორში სტალინის გარდაცვალების დღე აღნიშნეს

15:20, 05.03.2019

გორში სტალინის გარდაცვალებიდან 66-ე წლისთავი აღნიშნეს. სტალინელები და კომუნისტები ტრადიციულად სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში შეიკრიბნენ. სტალინის ბიუსტის ყვავილებით შეამკობის შემდეგ, მათ საბჭოთა დროშითა და სტალინის სურათებით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მსვლელობა მოაწყვეს.

სტალინისტები და კომუნისტები სტალინის ექვსმეტრიანი მონუმენტის ხელახლა დადგმას ყოველწლიურად ითხოვენ.

სტალინის ძეგლი ქალაქის ცენტრში 1952 წელს დადგეს და მისი დემონტაჟი 2010 წელს მოხდა.

მსგავსი