„სტად დე ფრანსზე“ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართა #1TVSPORT
პარიზში, სტადიონ „სტად დე ფრანსზე“ რაგბის მსოფლიო თასის გახსნის ღონისძიება გაიმართა. რეტრო სტილში დადგმულმა წარმოდგენამ კარგად დაგვანახა ფრანგული შტრიხები და გაგვახსენა, რომ ამ ქვეყანაში რაგბი სპორტის ერთ-ერთი პირველი სახეობაა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგებმა მსოფლიო ჩემპიონატს ბოლოს 2007 წელს უმასპინძლეს. მათ ყოველთვს ძლიერი ნაკრები ჰყავთ, სამჯერ გავიდნენ მსოფლიო თასის ფინალში, თუმცა სამივეჯერ ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრები ამ ტურნირში 2003 წლიდან რეგულარულად მონაწილეობს. ამჯერად მისი მეტოქეები იქნებიან ავსტრალია, ფიჯი, უელსი და პორტუგალია. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის.
მსოფლიო თასის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.