2027 წლიდან რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე 24 გუნდი ითამაშებს #1TVSPORT
2027 წლიდან რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე 24 გუნდი ითამაშებს #1TVSPORT

2027 წელს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ავსტრალია მასპინძლობს, ტურნირზე, 20-ის ნაცვლად, 24 ნაკრები ითამაშებს – ეს გადაწყვეტილება პარიზში გამართულ მსოფლიო რაგბის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

განახლებული ფორმატის მიხედვით, 24 ნაკრები ექვს ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, მომდევნო ეტაპზე, პირველ-მეორეადგილოსნებთან ერთად, ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანიც გავა და 16 გუნდი მერვედფინალიდან განაგრძობს ბრძოლას ტიტულისთვის.

ტურნირი 2027 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.