მსოფლიო თასი 2023 | საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყველა მატჩი, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო თასი 2023 | საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყველა მატჩი, სტატისტიკა, საუკეთესო მომენტები [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 2003 წელს ითამაშა. დებიუტანტმა გუნდმა ვერცერთი თამაშის მოგება ვერ მოახერხა. მას მერე, მართალია, ჯგუფიდან ვერ გადიოდა, მაგრამ თითო ან ორი მოგება ყოველთვის ჰქონდა.

მხოლოდ შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 2023 წლის მსოფლიოს თასი „ბორჯღალოსნებისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იყო – ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ერთი ფრე ითამაშა, ისიც აუტსაიდერად შერაცხულ პორტუგალიასთან, დანარჩენი ოთხი მატჩი დათმო.

თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებმა რიგ ეპიზოდებში მაღალი დონის რაგბი ითამაშა და არათუ პორტუგალიასთან, ფიჯისთან გამარჯვებასთანაც ახლოს იყო.