„სტად დე ფრანსის“ სტადიონის ბაზაზე საფრანგეთში ვაქცინაციის ყველაზე მასშტაბური ცენტრი განთავსდება, – იუწყება Le Parisien.
გამოცემის ინფორმაციით, ვაქცინაციის ცენტრი უკვე აპრილიდან ამოქმედდება და ძირითადად, სენ-დენინის რეგიონის მაცხოვრებლებს მოემსახურება.
საფრანგეთის სწორედ ამ რეგიონშია ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის ყველაზე მზარდი სტატისტიკა – ყოველ 100 000 ადამიანზე 500-ზე მეტი ინფიცირებული (ბოლო კვირის განმავლობაში).
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, „მარსელში“ „ველოდრომის“ სტადიონზე ვაქცინაციის ასეთივე ცენტრი გაიხსნა.