„სტად დე ფრანსის“ სტადიონზე ვაქცინაციის ცენტრი მოეწყობა #1TVSPORT
„სტად დე ფრანსის“ სტადიონზე ვაქცინაციის ცენტრი მოეწყობა #1TVSPORT

„სტად დე ფრანსის“ სტადიონის ბაზაზე საფრანგეთში ვაქცინაციის ყველაზე მასშტაბური ცენტრი განთავსდება, – იუწყება Le Parisien.

გამოცემის ინფორმაციით, ვაქცინაციის ცენტრი უკვე აპრილიდან ამოქმედდება და ძირითადად, სენ-დენინის რეგიონის მაცხოვრებლებს მოემსახურება.

საფრანგეთის სწორედ ამ რეგიონშია ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის ყველაზე მზარდი სტატისტიკა – ყოველ 100 000 ადამიანზე 500-ზე მეტი ინფიცირებული (ბოლო კვირის განმავლობაში).

აღსანიშნავია, რომ  ცოტა ხნის წინ, „მარსელში“ „ველოდრომის“ სტადიონზე ვაქცინაციის ასეთივე ცენტრი გაიხსნა.