მანდატურის სამსახურის უფროსი - სკოლებში დარღვევების რაოდენობა შემცირებულია
მანდატურის სამსახურის უფროსი - სკოლებში დარღვევების რაოდენობა შემცირებულია

2018 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სკოლებში მომხდარი დარღვევების რაოდენობამ იკლო. ამის შესახებ მანდატურის სამსახურის უფროსმა განაცხადა.

გელა გელაძის თქმით, ბოლო სამი 2018 წელის ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის 663 ფაქტი იყო, ნოემბერში ეს რიცხვი შემცირდა და გახდა 483 , დეკემბერში კი, 424 ფაქტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება მაღალი რისკის საგნების სკოლებში შეტანასა და ამოღებას, ოქტომბერში დაფიქსირდა 32 ასეთი ფაქტი, ნოემბერში 17 ფაქტი, ხოლო დეკემბერში – 12 . მანდატურის სამსახურის უფროსის განცხადებით, ეს შედეგი უსაფრთხოებისა და ფსიქოლოგიური სამსახურის მიმართულებით განხორციელებული პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარეობს, რომელიც განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში გატარდა.