სამართალდამცველები სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებ 72 წლის მამაკაცს ეძებენ
სამართალდამცველები სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებ 72 წლის მამაკაცს ეძებენ

ოჯახის წევრები რამდენიმე დღეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებ 72 წლის მამაკაცს ეძებენ.

რომან ბერიკაშვილი სახლიდან 17 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ოჯახმა განცხადებით სამართალდამცავებს უკვე მიმართა.

ახლობლების განცხადებით მამაკაცი გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე თანასოფლელებმა სოფლის ცენტრში ნახეს. როგორც პირველ არხს შს სამინისტროში განუცხადეს საქმეზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, სამართალდამცავები და მაშველები დაკარგულის ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო -საგამოძიებო სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ.