სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდ მირთაგ ასადოვი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკითხება.

სავარაუდოდ, გამოძიებას მასთან კითხვები რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით აქვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაცია სუს-ის ფეისბუქ გვერდზე 30 მაისს გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპარტამენტი ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რომ საქართველოში არსებობენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.