მუსლიმთა სამმართველოს შეიხი პოლიტიკოსებსა და სასულიერო პირებს ვითარების დამაზიანებელი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია ორმხრივი კომისია შეიქმნას.
ამასთან, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის თქმით, ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და სასულიერო პირებმა ვითარების დამაზიანებელი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავონ.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მესამე ძალის შედეგი, რათა გადაფაროს ის ძირითადი პრობლემები, რაც საქართველოს და აზერბაიჯანს აქვთ და დააპირისპიროს ეს ქვეყნები. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ვემიჯნებით ცალკეულ პირთა უპასუხისმგებლო ქმედებებს და მივმართავთ ყველას, თავი შეიკაონ ემოციური და დაუფიქრებელი განცხადებებისგან, რათა არ მოხდეს რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა“, – განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, რამინ იდიგოვმა.