სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ამ რთულ დროს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ამ რთულ დროს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს.

როგორც სამმართველო სოციალურ ქსელში წერს, ილია მეორის საქმიანობა რელიგიათშორისი ურთიერთპატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში უმნიშვნელოვანესია.

„გამოვხატავთ პატივისცემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ და ვწუხვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ამ რთულ დროს ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს. მისი მრავალწლიანი საქმიანობა რელიგიათშორისი ურთიერთპატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში უმნიშვნელოვანესია“, – წერს მუსლიმთა სამმართველო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.