სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღე - საპატრიარქო ფოტოებს ავრცელებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღე - საპატრიარქო ფოტოებს ავრცელებს

4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 87 წლის გახდა.

როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცეს როგორც ხელისუფლების პირველმა პირებმა, ისე ინტელიგენციის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და მრევლის წევრებმა.

საქართველოს საპატრიარქო შესაბამის ფოტოებს ავრცელებს.