„სქანიუსი“ - ომანის სამი ტანკერი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას იმ მონაკვეთში ცდილობს, რომელსაც ირანი არ აკონტროლებს
„სქანიუსი“ - ომანის სამი ტანკერი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას იმ მონაკვეთში ცდილობს, რომელსაც ირანი არ აკონტროლებს

ომანის სამი ტანკერი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას იმ მონაკვეთში ცდილობს, რომელსაც ირანი არ აკონტროლებს. ინფორმაციას ამის შესახებ „სქაინიუსი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, წარმატების შემთხვევაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გემი სრუტის გასავლელად აღნიშნულ მარშრუტს გამოიყენებს.

გამოცემა ნავიგაციის მონიტორინგის პლატფორმაზე, MarineTraffic-ზე დაყრდნობით წერს, რომ ნავთობით დატვირთული ტანკერები Dhalkut-ი და Habrut-ი, ბუნებრივი აირით დატვირთულ ტანკერ Sohar LNG-ისთან ერთად, ომანის პორტებისკენ მიემართებიან.

ცნობისთვის, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების დაწყების დღიდან ჰორმუზის სრუტე მხოლოდ რამდენიმე ნავთობტანკერმა დატოვა. თეირანმა სრუტის დატოვების უფლება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას მისცა, რომლებიც ე.წ. მტრულ სახელმწიფოებს შორის არ არიან.