„სქაი ნიუსი“ – იმ დროს, როდესაც მსოფლიო ტარიფებით არის შოკირებული, ტრამპი, მესამე დღეა, გოლფს თამაშობს

20:43, 05.04.2025

აშშ-ის პრეზიდენტი, უკვე მესამე დღეა, გოლფს თამაშობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

მედიამ გოლფის მოედანზე მიმავალი დონალდ ტრამპის ფოტოც გააიღო, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი სატარიფო პოლიტიკაზე ჩინეთის რეაქციის შესახებ „ნიუ იორკ პოსტის“ სტატიას კითხულობს.

მედია აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი გოლფს იმ დროს თამაშობს, როდესაც მსოფლიო მისი სატარიფო პოლიტიკით არის შეშფოთებული.

მსგავსი