„სქაი ნიუსი“ - დონალდ ტრამპმა კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ გრენლანდიაში ევროპული ჯარების გაგზავნაზე შესაძლოა, მას მცდარი ინფორმაცია ჰქონდა
დონალდ ტრამპმა კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ გრენლანდიაში ევროპული ჯარების გაგზავნაზე, შესაძლოა, მას მცდარი ინფორმაცია ჰქონდა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს. გამოცემის ცნობით, ამან, შესაძლოა, გზა გაუხსნას გრენლანდიის გარშემო დაძაბულობის დეესკალაციას.
როგორც ტრამპმა რამდენიმე დღის წინ truth social-ზე დაწერა, მისი მხრიდან ტარიფების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროპული მცირერიცხოვანი სამხედრო კონტინგენტის გრენლანდიაში განლაგება გახდა.
სატელეფონო საუბრისას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სცადა, დაერწმუნებინა ტრამპი, რომ სამხედროების გაგზავნა ეხება აშშ-ის უსაფრთხოების საკითხების გადაჭრას და არა ამერიკულ მუქარებთან დაპირისპირებას.