„სქაი ნიუსი“ – დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა განიხილეს

20:19, 08.03.2026

დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა განიხილეს, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს. გამოცემის ცნობით, სატელეფონო საუბარი რამდენიმე საათს გაგრძელდა.

„საუბარი მოიცავდა საჰაერო ძალების ბაზების გამოყენებას რეგიონში პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის მხარდასაჭერად“,- ნათქვამია დაუნინგ სთრითის პრესსპიკერის განცხადებაში.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს ექვსი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის გამო.

სატელეფონო საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთი აშშ-ს „ოდესღაც დიდ მოკავშირედ“ მოიხსენია და სტარმერს უთხრა, რომ „ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ერთვებიან“.

მსგავსი