„სქაი ნიუსი“ – დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს ან ხვალ გაიმართება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს ან ხვალ გაიმართება.
როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, აღნიშნული განცხადება ტრამპმა აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.
ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს.