„სქაი ნიუსი“ – აშშ-მა შეაჩერა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის
აშშ-მა უკრაინასთან შეაჩერა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთანავე, კიევში აცხადებენ, რომ სადაზვერვო მონაცემების გაზიარება სრულად არ შეწყვეტილა.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა ამ ნაბიჯს „შერჩევითი“ უწოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაცია კვლავ მიეწოდება უკრაინას და ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსული ძალების წინააღმდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე.
პარალელურად, თეთრ სახლში „ფოქს ბიზნესის“ კორესპონდენტი ედუარდ ლოურენსი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯონ რატკლიფმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეწყვეტა დაადასტურა.
CIA Director John Ratcliffe just told @MariaBartiromo U.S. paused weapons shipments AND intelligence to Ukraine in the fallout of meeting in the Oval Office. Ratcliffe says he looks forward to lifting the pause and working with Ukraine towards peace following the letter to POTUS
— Edward Lawrence (@EdwardLawrence) March 5, 2025