„სპორტული ოსკარი“ საქართველოს პირველ არხზე დღეს, 22.00 საათზე
„სპორტული ოსკარი“ საქართველოს პირველ არხზე დღეს, 22.00 საათზე

ორშაბათს, 17 თებერვალს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართება საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც ასევე „სპორტულ ოსკარებს“ უწოდებენ.

დაჯილდოება მოხდება რამდენიმე ნომინაციაში და ინდივიდუალური სპორტსმენების გარდა, ნომინირებულნი არიან ასევე გუნდებიც.

წლის საუკეთესო სპორტსმენის კატეგორიაში ნომინანტებს შორის არიან კენიელი მორბენალი ელიუდ კიპჩოგე, არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი, ბრიტანელი ავტომრბოლელი ლუის ჰემილტონი, ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, ესპანელი მოტომრბოლელი მარკ მარკესი და ამერიკელი გოლფისტი თაიგერ ვუდსი.

ნომინაციებს შორისაა ასევე წლის საუკეთესო ათლეტი ქალი, წლის საუკეთესო გუნდი, წლის საუკეთესო გარღვევა, წლის საუკეთესო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ათლეტი, წლის საუკეთესო დაბრუნება, წლის საუკეთესო ექშენ-ათლეტი.

ცერემონიალი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.