სპორტული კარატე | 9-11 თებერვალს თბილისში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 49 ქვეყნის 1200 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას [ვიდეო] #1TVSPORT
9-11 თებერვალს საქართველო მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინლებს. „თბილისი არენაზე“ გაიმართება ევროპის ჩემპიონატი სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის. შეჯიბრებაში 49 ქვეყნის 1200-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრები 26 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. მათ შორის არიან ევროპის მოქმედი ჩემპიონები იკა სულამანიძე და უტა ფონიავა. პირველი 21-წლამდელთა შორის -67 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, მეორე – იუნიორებში, -68 კგ წონაში.
გუნდი დიდი ხანია, ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადება, შეკრებაზე ტურნირის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გადავიდა. როგორც მწვრთნელი გოგიტა არქანია ამბობს, საქართველოს ნაკრები 9-11 თებერვლისთვის ფორმის პიკში იქნება.
„საქართველოში ევროპის მასშტაბით 1200-მდე უძლიერესი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ეს მოტივაციასაც გვმატებს და პასუხისმგებლობასაც. ჩვენი გუნდი მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ეტაპს გადის. ყველა სპორტსმენი კარგ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ, რომ მაღალ შედეგს ვაჩვენებთ.
წინა წელს ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ – იკა სულამანიძემ 21-წლამდელებში და უტა ფონიავამ – იუნიორებში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ტიტულები დავიცვათ და შედეგები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“.
კადეტები
გოგონები
ელიზაბეტ კურაზიანი -47 კგ
ლიზი ცხომარია -54 კგ
მაკა კუხალაშვილი -61 კგ
ალექსანდრა ბერინაშვილი 61+ კგ
ვაჟები
გიგი ალანია -52 კგ
გიორგი კალატოზიშვილი -57 კგ
ერეკლე ნოზაძე -63 კგ
ნიკოლოზ აბულაძე -70 კგ
ნიკო კონჯარია 70+ კგ
იუნიორები
გოგონები
ელენე ჩიტიშვილი -52 კგ
ელენე მარკოზია -59 კგ
მარია ჯანგიძე -66 კგ
ლია ხურცილავა (კატა)
ვაჟები
ნოდარ სუპატაშვილი -55 კგ
დავით დავითური -61 კგ
უტა ფონიავა -68 კგ
ლუკა ლობჯანიძე -76 კგ
ნიკოლოზ გიგაური 76+ კგ
21-წლამდელები
გოგონები
მარიამ ვასაძე -50 კგ
ვენერა ახობაძე -55 კგ
ანი პატრიშვილი -61 კგ
ვაჟები
ჯემო მიქელაძე -60 კგ
იკა სულამანიძე -67 კგ
ანზორ დონაძე -75 კგ
ტიმოთე დუგლაძე -84 კგ
მერაბ გელაშვილი 84+ კგ
მწვრთნელები: გოგიტა არქანია, ლაშა კოდუა, ირაკლი ტყებუჩავა, გოჩა ვალიშვილი.