სპორტული დარბაზების მუშაობა 15 მარტიდან აღდგება
სპორტული დარბაზების მუშაობა 15 მარტიდან აღდგება

სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

პრემიერმა რამდენიმე რეგულაციის შემსუბუქების შესახებ გააკეთა განცხადება.

ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

დატოვე კომენტარი