სპორტულ ტანვარჯიშში შეფასების კომპიუტერული სისტემა შემოაქვთ [ვიდეო]

სპორტულ ტანვარჯიშში გამოყენებულ იქნება მსაჯობის კომპიუტერული სისტემა. მას სატესტო რეჟიმში მსოფლიოს თასის უახლოეს ეტაპზე გამოცდიან. ჯერჯერობით, ამ სისტემის დანიშნულება იქნება – მსაჯების დახმარება, მაგრამ მომავალში, „რობოტებმა“, შესაძლოა, მსაჯები სრულფასოვნად ჩაანაცვლონ.

კომპანია Fujitsu-მ იაპონიის ტანვარჯიშის ასოციაციასთან ერთად ლაზერული სისტემა შეფასების დასათვლელად შეიმუშავა. ლაზერული სენსორების დახმარებით, კომპიუტერი შექმნის სპორტსმენის მოძრაობის 3D მოდელს და გააანალიზებს მის გამოსვლას ციფრული მონაცემების სახით. ამ ხერხით ელემენტების შესრულების სიზუსტის დონე გაირკვევა.
სისტემას სატესტო რეჟიმში მსოფლიოს თასის უახლოეს ეტაპზე გამოიყენებენ , შემდეგ კი 2019 წელს, შტუტგარტში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოცდიან. წარმატებული ექსპერიმენტის შემთხვევაში, ეს სისტემა  2020 წელს, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე უნდა გამოიყენონ.