ძიუდო | ქავთარაშვილმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

18:34, 21.11.2026

ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ირაკლი ქავთარაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ირანელ სპორტმენს სძლია.

ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში დამარცხდა ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ).

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო პირველობაზე გამოსვლა სამი მედლით დაასრულა – ირაკლი ქავთარაშვილმა (90 კგ), თორნიკე გიგაურმა (66 კგ) და ლუკა ომანაძემ (60 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

22 ნოემბერს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

მსგავსი