სპორტის ქალაქის ასაშენებლად, საუდის არაბეთის მეფემ ერაყს მილიარდი დოლარი აჩუქა
სპორტის ქალაქის ასაშენებლად, საუდის არაბეთის მეფემ ერაყს მილიარდი დოლარი აჩუქა

სპორტის ქალაქის ასაშენებლად, საუდის არაბეთის მეფემ ერაყს მილიარდი დოლარი აჩუქა. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტული ქალაქი ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადში აშენდება.

საუდის არაბეთ-ერაყის საკოორდინაციო საბჭოს მეორე შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, ბაღდადში საუდის არაბეთის შვიდი მინისტრი და 100-მდე სხვადასხვა ოფიციალური პირი ჩავიდა.

საუდის არაბეთის ვაჭრობის და ინვესტიციების მინისტრის, მაჯიდ ბინ აბდულა ალ-ქასაბის განცხადებით, ოფიციალური რიადი ბაღდადში საკონსულოს გახსნის და ერაყის მოქალაქეებს საუდის არაბეთის ვიზის აღება შეეძლებათ. ასევე დაგეგმილია დამტებით სამი საკონსულოს გახსნა ერაყის სხვადასხვა რეგიონში.

25 წლიანი უთანხმოების შემდეგ, საუდის არაბეთმა ერაყში საელჩო 2015 წელს გახსნა. გასული წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი ერაყში 100 ათას მაყურებელზე გათვლილ სტადიონს ააშენებდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რიადი გეგმის გაფართოებას და მთლიანი სპორტული ქალაქის აშენებას გეგმავდა.

 

დატოვე კომენტარი