„სპორტინგის“ სტადიონს კრიშტიანო რონალდოს სახელს დაარქმევენ
„სპორტინგის“ სტადიონს კრიშტიანო რონალდოს სახელს დაარქმევენ

ლისაბონის „სპორტინგის“ სტადიონს, შესაძლოა, სახელი შეუცვალონ კლუბის აღზრდილისა და პორტუგალიის ნაკრების კაპიტნის, კრიშტიანო რონალდოს საპატივცემულოდ.

„ამ იდეაზე დიდხანს ფიქრს არ ვაპირებთ, რადგან ამაყები ვართ იმით, რომ მის სახელთან ვასოცირდებით. კრიშტიანო იყო და იქნება ჩვენი კლუბის ერთ-ერთი უდიადესი სიმბოლო. ჩვენი ახალგაზრდული აკადემიის კედელზე მისი ციტატაა გამოტანილი ბრძოლის ჟინის, მსხვერპლის, დისციპლინის, ლიდერობისა და მონდომების შესახებ. კრიშტიანო – პორტუგალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია ისტორიაში“, – მოჰყავს გამოცემა „ტუტოსპორტს“ ლისაბონური გუნდის პრეზიდენტ ფრედერიკო ვარანდაშის სიტყვები.

რონალდომ კარიერა „სპორტინგში“ დაიწყო და ამ გუნდში 2003 წლამდე ითამაშა, სანამ „მანჩესტერ იუნაიტედში“ არ გადავიდა. ლისაბონური კლუბის რიგებში კრიშტიანოს პორტუგალიის სუპერთასი აქვს მოპოვებული.