„სპორტინგის" გულშემატკივრები კლუბის ფეხბურთელებს თავს დაესხნენ, ბას დოსტმა თავის ტრავმა მიიღო
„სპორტინგის" გულშემატკივრები კლუბის ფეხბურთელებს თავს დაესხნენ, ბას დოსტმა თავის ტრავმა მიიღო

ლისაბონის “სპორტინგის” ფანები თავს დაესხნენ საკუთარი გუნდის ფეხბურთელებს. ინციდენტი კლუბის ბაზაზე მოხდა.

როგორც Sport.es წერს, “სპორტინგის” ბაზაზე დაახლოებით 50 ადამიანი შეიჭრა, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ მთავარ მწვრთნელს ჟორჟე ჟესუსს და ფეხბურთელებს – ვილიამ კარვალიოს, რუი პატრისიოსა და ბას დოსტს.

გულშემატკივრები ფეხბურთელებს ქამრებითა და მეტალის ნივთებით უტევდნენ. ყველაზე მეტად ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდი ბას დოსტი დაზარალდა – მან თავის სერიოზული დაზიანება მიიღო. გარდა ამისა, დაზიანებები აღენიშნებათ რუი პატრისიოს, იოსიპ მიშიჩსა და როდრიგო ბატალიას.

გუნდის გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან შედეგებით – 2017-18 წლების სეზონში “სპორტინგმა” მესამე ადგილი დაიკავა პორტუგალიის ჩემპიონატში და ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგაზე.

20 მაისს გუნდმა პორტუგალიის თასის ფინალი უნდა ითამაშოს “ავეშის” წინააღმდეგ.

ზოგიერთი წყაროს ცნობით, “სპორტინგის” ფეხბურთელები არ აპირებენ ფინალში თამაშს. ბატალია და მარკოს აკუნია მომხდარის შემდეგ, ლისაბონურ კლუბთან კონტრაქტის გაუქმებას აპირებენ.