ლისაბონის სპორტინგის ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში საკუთარი სტადიონისთვის სახელის შეცვლას აპირებს. კერძოდ, ძალიან მალე, სპორტინგი კრიშტიანუ რონალდუს სახელობის სტადიონზე ითამაშებს.
ეს იდეა კლუბის პრეზიდენტ ფრედერიკო ბარანდასს გაუჩნდა და მას მომხრეებიც გამოუჩდნენ. არსებობს სტადიონის ახალი სახელწოდების ორი ვარიანტი – CR7 სთედიუმი ან ალვალადე CR7 . ამჟამად სპორტინგის მთავარ სპორტულ არენას ჟოზე ალვალადეს სახელი ჰქვია.
რონალდო ლისაბონური გრანდის საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და ის ამ გუნდის ღირსებას 1997-2002 წლებში იცავდა.