ლისაბონის „სპორტინგის“ ფეხბურთელ ბრუნო ფერნანდეშით ერთდროულად ორი ინგლისური კლუბი იბრძვის – „მანჩესტერ იუნაიტედი“ რომელიც აქტიურად ეძებს ნახევარმცველს და მაურისიო პოჩეტინოს „ტოტენჰემი“.
მოლაპარაკებები ინგლისელებსა და პორტუგალიელებს შორის აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ პროცესს აფერხებს ის ფაქტორი, რომ ლისაბონელები ფერნანდეშის სანაცვლოდ 70 მილიონს ითხოვენ, ხოლო ორივე ინგლისური კლუბი ფეხბურთელში 55 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.