Sport.ua – შესაძლოა, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ რებროვს კიდევ ერთი შანსი მისცეს #1TVSPORT
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალში შვედეთთან 3:1 მარცხის შემდეგ უკრაინულ სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სერგეი რებროვს გადააყენებდნენ, თუმცა sport.ua ამტკიცებს, რომ რებროვის მომავალთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
„უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ, შესაძლოა, რებროვს კიდევ ერთი შანსი მისცეს და კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. ამჟამად, არც თავად მწვრთნელი და არც ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეი შევჩენკო ამ საკითხს არ განიხილავენ და მხოლოდ 31 მარტს ალბანეთთან მატჩის შემდეგ გადაწყდება მწვრთნელის ბედი“, – წერს უკრაინული გამოცემა.
რაც შეეხება ერთა ლიგის მატჩს საქართველოსა და უკრაინას შორის, ის 28 სექტემბერს საქართველოში გაიმართება.