sport.sky – საბა გოგლიჩიძე სერია A-ში რჩება, „უდინეზემ“ ტრანსფერში 4 მილიონი გადაიხადა #1TVSPORT

01:50, 03.08.2025

საბა გოგლიჩიძე „ემპოლიდან“ „უდინეზეში“ გადავიდა და ეს იმას ნიშნავს, რომ იტალიის სერია A-ში ქართველი ფეხბურთელი ისევ ითამაშებს – ინფორმაციას sport.sky.it-ი ავრცელებს.

გოგლიჩიძე „ემპოლიდან“ ჩამოვიდა – „უდინეზემ“ ტრანსფერში 4 მილიონი გადაიხადა

„„უდინეზეს“ ახალი შენაძენი: გუნდს საბა გოგლიჩიძე „ემპოლიდან“ შეუერთდა. მცველი 5-წლიან კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს. სატრანსფერო თანხა 4 მილიონი ევროა. ფეხბურთელის მიმართ ინტერესი „კალიარისაც“ ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ „უდინეზემ“ კონკურენტს აჯობა.

2004 წელს დაბადებული გოგლიჩიძე სიმაღლით 193 სმ სიმაღლისაა. იგი იტალიაში 2024 წლის იანვარში ჩავიდა და „ემპოლის“ მაისურით 36 მატჩი ჩაატარა. ამჟამად კი ახალ თავგადასავალს „უდინეზეში“ დაიწყებს“, – წერს sport.sky.it-ი.

შეგახსენებთ, რომ „ემპოლის“ სერია A-დან გავარდნის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ საბა საზონოვი დარჩა, რომლის ტრანსფერიცტორინოს“ ეკუთვნის. იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მას გოგლიჩიძეც შეუერთდება.

მსგავსი