Sport Bild - ბაიერნში დიდი წმენდა იქნება - მიულერი, ჰუმელსი, ბოატენგი, მარტინესი, რობენი და რიბერი გუნდს დატოვებენ
მიუნხენის „ბაიერნი“ ამ სეზონის დასრულების შემდეგ, აპირებს გუნდის ძირითადი ბირთვი თითქმის მთლიანად განაახლოს.
Sport Bild რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის ჩემპიონი გუნდის ყველაზე ასაკოვან მოთამაშეებს – 34 წლის არიენ რობენსა და 35 წლის ფრანკ რიბერის გამოეთხოვება. კლუბი არ აპირებს ამ ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაგრძელებას, რომლებსაც ვადა 2019 წელს გადის.
ჰოლანდიელისა და ფრანგის გარდა, გუნდის დატოვება რამდენიმე ტოპ-მოთამაშეს ემუქრება. მათ შორის არიან: ჯერომ ბოატენგი, თომას მიულერი, მატს ჰუმელსი და ხავი მარტინესი.
სავარაუდოდ, მოსალოდნელი წმენდის მიზეზი – ბუნდესლიგაში გუნდის ცუდი შედეგებია. ამჟამად, „ბაიერნი“ 21 ქულით მეხუთე ადგილზეა და ლიდერს ცხრა ქულით ჩამორჩება.