Sport Bild – ბაიერნში დიდი წმენდა იქნება – მიულერი, ჰუმელსი, ბოატენგი, მარტინესი, რობენი და რიბერი გუნდს დატოვებენ

00:26, 01.12.2018

მიუნხენის „ბაიერნი“ ამ სეზონის დასრულების შემდეგ, აპირებს გუნდის ძირითადი ბირთვი თითქმის მთლიანად განაახლოს.

Sport Bild რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის ჩემპიონი გუნდის ყველაზე ასაკოვან მოთამაშეებს – 34 წლის არიენ რობენსა და 35 წლის ფრანკ რიბერის გამოეთხოვება. კლუბი არ აპირებს ამ ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაგრძელებას, რომლებსაც ვადა 2019 წელს გადის.

ჰოლანდიელისა და ფრანგის გარდა, გუნდის დატოვება რამდენიმე ტოპ-მოთამაშეს ემუქრება. მათ შორის არიან: ჯერომ ბოატენგი, თომას მიულერი, მატს ჰუმელსი და ხავი მარტინესი.

სავარაუდოდ, მოსალოდნელი წმენდის მიზეზი – ბუნდესლიგაში გუნდის ცუდი შედეგებია. ამჟამად, „ბაიერნი“ 21 ქულით მეხუთე ადგილზეა და ლიდერს ცხრა ქულით ჩამორჩება.

მსგავსი