მადრიდის “რეალის” სპონსორმა, გერმანულმა ავტოკონცერნმა “აუდიმ” ტრადიციას არ უღალატა და როგორც ამას ყოველწლიურად აკეთებს – ახალი ავტომობილები გადასცა “სამეფო კლუბის” წევრებს.
ფეხბურთელებმა ძვირფასი საჩუქრები ჩემპიონთა ლიგაზე აპოელ-ის 6:0 დამარცხების შემდეგ მიიღეს.
“რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ აქაც გამორჩეული აღმოჩნდა და სწორედ მას ერგო ავტომობილი, რომელსაც წარმოდგენილ მოდელებს შორის ყველაზე მძლავრი ძრავა ჰქონდა – RS7. ის 600 ცხენის ძალაზე მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებს, ფასი კი 150 ათას ფუნტს შეადგენს.
მადრიდელთა დამრიგებელს ზინედინ ზიდანს ასევე ძლიერი მოდელი შეხვდა – RS6.
ყველაზე ძვირი მანქანა ერგო სეხიო რამოსს – 200 ათასად ღირებული R8 Spyder.
სხვებზე მოკრძალებულნი აღმოჩდნენ გარეტ ბეილი და ისკო, რომლებმაც არჩევანი Q7 Sport-ზე შეაჩერეს, რომლის ძრავის სიმძლავრე მხოლოდ 272 ცხენის ძალაა და სულ რაღაც 70 ათასი ფუნტი ღირს.