Spiegel- მერკელისა და მაკრონის მიერ დაანონსებული რეფორმები ევროზონაში ერთი წლით გადაიდო
Spiegel- მერკელისა და მაკრონის მიერ დაანონსებული რეფორმები ევროზონაში ერთი წლით გადაიდო

ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის გეგმა ევროზონაში ძირფესვიანი რეფორმების გატარების შესახებ გადაიდო. ინფორმაციას ევროსტრუქტურებში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გერმანული გამოცემა Spiegel ავრცელებს.

როგორც გერმანული მედიისთვის გახდა ცნობილი, ამ გეგმის გადავადებას საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ევროზონის დანარჩენ წევრებს 22-23 მარტს ჩანიშნულ ევროკავშირის სამიტზე შესთავაზებენ.

ემანუელ მაკრონი მხარს უჭერს ევროზონაში შემავალი ქვეყნების საბანკო სისტემების გაერთიანებას, ასევე გერმანიასა და საფრანგეთისთვის კორპორატიულ გადასახადებზე საერთო ტარიფის დაწესებას.

Spiegel-ის ინფორმაციით, ფრანკო-გერმანული ალიანსის მიერ შემუშავებული რეფორმები ევროზონაში, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გატარდება, რომელიც 2019 წელს გაიმართება.