გერმანიაში კათოლიკე მღვდლები ათასობით ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ამხილეს
გერმანიაში კათოლიკე მღვდლები ათასობით ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ამხილეს

გერმანიაში 3600 ბავშვი კათოლიკე მღვდლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. საუბარია 1946 დან 2014 წლამდე პერიოდზე. ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში გამოქვეყნებული ანგარიში შეიცავს, რომელიც თავად ეკლესიის დაკვეთით შეადგინეს და რომელიც 25 სექტემბერს უნდა გაესაჯაროებინათ.

Spiegel- ის ცნობით, 1670-ზე მეტმა ღვთისმსახურმა 3600 არასრულწლოვანის მიმართ, სხვადასხვა სახის სექსუალური დანაშაული ჩაიდინა. გერმანიის კათოლიკურ ეკლესიაში განაცხადეს, რომ კვლევის შედეგები „სამარცხვინოა“.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მოძალადეების მხოლოდ 38%-ი დაისაჯა და უმრავლესობამ მხოლოდ საყვედური მიიღო, ისინი უბრალოდ გადაიყვანეს სხვა ეპარქიებში. ეს ისე ხდებოდა, რომ მათი დანაშაულის შესახებ გაფრთხილებაც კი არ ვრცელდებოდა.

გერმანული მედიის ცნობით, კვლევაში მოყვანილი ყოველი მეექვსე შემთხვევა გაუპატიურების ნიშნებს შეიცავს. მსხვერპლთა ნახევარზე მეტი 13 წლამდე ასაკის ბიჭია.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა, შესაძლოა, მეტი იყოს.