Spezia1906 – ივა გელაშვილი იტალიაშია და „სპეცისთან“ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

00:30, 22.08.2023

ივა გელაშვილი იტალიაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „სპეცისთან“ კონტრაქტს გააფორმებს, – ინფორმაციას გუნდის საინფორმაციო წყარო Spezia1906 ავრცელებს.

„ქართველი მცველი, რომელსაც ამ დღეებში ელოდნენ, იტალიაში ჩამოვიდა. მიმართულება რომია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი ცენტრალური მცველი ბოლცანოში გასვლით მატჩს არ დაესწრო. თუმცა, „კატანზაროში“ გასამართი შემდეგი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.

მნიშვნელოვანია, რომ ივა გელაშვილს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება გააჩნია და შეუძლია, კიდევ უფრო გაიზარდოს. ხელშეკრულების პირობები უნდა იყოს ისეთი, როგორიც აღვწერეთ – სესხი ყიდვის ვალდებულებით სულ ოთხი წლის განმავლობაში“, – წერს spezia1906.

სპეციას” ახალწვეულზე Il Secolo XIX ხვიჩა კვარაცხელიას მენეჯერის, მამუკა ჯუღელის კომენტარს აქვეყნებს:

„გელაშვილი მაღალი და ძლიერი, ასევე გონიერი და ლიდერული თვისებების მქონე მცველია. ჯერ კიდევ რამდენიმე ასპექტი აქვს გასაუმჯობესებელი, მაგრამ საუკეთესო ცენტრალური მცველია, რომელიც საქართველოს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჰყავდა. იცის როგორც სამკაციან დაცვაში, ასევე უკანა ხაზის ოთხკაციან ​ცენტრში თამაში“, – ამბობს ჯუღელი.

მსგავსი