სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში - დაკავებულია ნარკორეალიზატორი
სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში - დაკავებულია ნარკორეალიზატორი

ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზატორი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში დღეს დილით ჩატარდა.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.